Wednesday, September 17, 2014

მე-9-ე დღის რეფლექსია

 განსაკუთრებული,ამაღელვებელი და ემოციური  იყო ტრენინგის ბოლო დღე -პრეზენტაცია.ტრენინგმა ძალიან ბევრი სიახლე შემოიტანა ჩემს პროფესიულ და პედაგოგიურ პრაქტიკაში. ასეთი ტრენინგები მართლაც ,რომ ძალიან საჭირო და აუცილებელია , რათა ჩვენს სტუდენტებს განუვითარდეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
   დაუშრეტელი ენერგიით და დაუღალავი გონებით, მთელი 4 საათის განმავლობაში ფეხზე იდგა ბატონი გიორგი და ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ნაყოფიერი და პრაქტიკული სამუშაოებით დატვირთული ყოფილიყო თითოეული ტრენინგი. 
   დიდი მადლობა პროექტის ავტორებს, დიდი მადლობა ბატონ გიორგის ასეთი საინტერესო და ემოციური დღეებისათვის.

Monday, September 15, 2014

მე8 დღის რეფლექსია

დავასრულეთ ტრენინგის მეცადინეობები , შევქმენით პრეზენტაცია , დავხვეწეთ ცალკეული პროცედურები ,რისი დასრულების შემდეგ პორთფოლიო ავტვირთე დამოუკიდებლად  ბლოგზე .
ბატონი გიორგის დიდმა პროფესიონალიზმმა და საქმის სიყვარულმა გახადა ტრენინგი მიმზიდველი ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო საკითხები ავითვისე , რასაც შემდგომში გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში ტრენინგი დროული და ძალიან საჭირო იყო რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობას ვუხდი ბატონ გიორგის !

ჩემი პორტფოლიო

აქ იხილეთ ჩემი პროექტის  პორტფოლიო

Friday, September 12, 2014

მე - 7 დღის რეფლექსია

გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.
 განვიხილეთ აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევები .
ბლუმის ტაქსონომიიდან შევარჩიეთ  ჩვენი პროექტის შესაბამისი უნარ ჩვევები და შევქმენით სტუდეტის ნაშრომი .
ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი იყო დღეევანდელი დღე  .
ტრენინგი უახლოვდება დასასრულს ჩვენ მთელი ძალისხმევით ვემზადებით პრეზენტაციისათვის  ,  რისთვისას დიდ დხმარებას გვიწევს ბატონი გიორგი .
იმედი გვაქვს თქვენი ასეთი ენერგიული შრომა ტყუილად არ ჩაივლის და წარმატებით წარვსდგებით შემაჯამებელ პრეზენტაციაზე .

Wednesday, September 10, 2014

მე-6 დღის რეფლექსია

გავაგრძელეთ მუშაობა ქროექტის გეგმაზე . ვისწავლეთ Google Drive - ის საშუალებით ნამუშევრის ატვირთვა , და ფაილების გამოქვეყნება . ასევე შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები . დავხვეწეთ აზრვენების ზედა დონის უნარ-ჩვევები ბმუმის ტაქსონომიის მიხედვით . შევისწავლეთ google.docs და google-ის სხვა პროგრამები ინტერნეტში სამუშაოდ. დიდი მადლობა ინტელის პროექტის ავტორებს და  პირადად ბატონ : გიორგი ცინცაძეს რომელმაც ძალა არ დაიშურა ტენინგი ყოფილიყო საინტერესო და ბევრის მსწავლელი , პრაქტიკული სამუშაოებით დატვირთული და ნაყოფიერი . რა თქმა უნდა ასეთი ტრენინგები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა სწავლისმოტივაციის ამაღლებას და მათ  ნამდვილად განუვითარდებათ 21-ე საუკუნის უნარჩვევები .  ეს ტრენინგი პირადად მე ძალიან დამეხმარა პროფესიულ განვითარებაში . კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ! 
                                    

ბუკლეტი

იხილეთ ჩემი ბუკლეტი 

Monday, September 8, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

ვივარჯიშეთ განვლილ მასალაზე,  აღვადგინეთ დაკარგული მასალები და კიდევ ერთხელ გადავიმეორეთ,
ჩვენს ბუკლეტებში შევიტანეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები ,რომლებიც
შესაბამება ჩემი პროექტის თემას.
დავასრულთ ბუკლეტზე მუშაობა.